Loading data...
ირანი ჰორმუზის სრუტეში მოძრავ ნავთობტანკერებს აფრთხილებს, რომ მის მიერ დამტკიცებული მარშრუტები გამოიყენონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ „ძლიერად უპასუხებენ“

ირანის გაერთიანებული სამხედრო სარდლობა აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში მოძრავმა ყველა ნავთობტანკერმა უნდა გამოიყენოს მისი დამტკიცებული მარშრუტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი „ძალიან ძლიერი პასუხის“ წინაშე აღმოჩნდებიან. ამის შესახებ ხათამ ალ-ანბიას სამხედრო სარდლობამ 1-ელ ივლისს კატარში ამერიკელი და ირანელი დიპლომატების შუამავლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

„ჰორმუზის სრუტეში ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ დადგენილი მარშრუტიდან გადახვევის, ან ნავიგაციის პროტოკოლების უგულებელყოფის ნებისმიერ შემთხვევას შეიარაღებული ძალების მხრიდან დაუყოვნებლივი და ძლიერი რეაგირება მოჰყვება, რაც საფრთხეს შეუქმნის წესების დამრღვევი გემების უსაფრთხოებას“, - ნათქვამია ირანის გაერთიანებული სამხედრო სარდლობის განცხადებაში.

ასევე, ნათქვამია, რომ სრუტის თავზე აშშ-ის ავიაგამანადგურებლების ყოფნა „საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას“.

„შეერთებული შტატების ნებისმიერი მცდელობა, ჩაერიოს უსაფრთხოების საკითხებში, ან რაიმე სახის დესტრუქციული ქმედება განახორციელოს ჰორმუზის სრუტეში, ირანის ეროვნული სუვერენიტეტისთვის საფრთხედ იქნება აღქმული და მას სწრაფი და გადამწყვეტი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნულია განცხადებაში.