Loading data...
ირანი გმობს ტრამპის ეკონომიკურ მუქარას და მას „ომის მონეტის მეორე მხარეს“ უწოდებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარას თეირანის წინააღმდეგ ეკონომიკური კამპანიის დაწყების შესახებ „უკანონო“ უწოდა.

სამინისტროს განცხადებით, ტრამპის მიერ სანქციების გამკაცრების მუქარა „ომისა და სამხედრო აგრესიის მონეტის მეორე მხარეა“.

საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადასახადების დაწესების ბრძანების გამცემი, ან აღმასრულებელი პირები „სისხლისსამართლებრივ დევნას და სასჯელს ექვემდებარებიან“.

„ამ უკანონო ქმედების შედეგებსა და გამოძახილზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მთავრობას და ამ პოლიტიკის შემსრულებლებს დაეკისრებათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ეკონომიკური ომით დაემუქრა და მის წინააღმდეგ „ყველაზე გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაცია“ დააანონსა.