Loading data...
ირანი გამოიყენებს ყველა საშუალებას „ჰეზბოლას“ მხარდასაჭერად, თუ ისრაელი სრულმასშტაბიან ომს დაიწყებს - ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველი

ირანი გამოიყენებს ყველა საშუალებას „ჰეზბოლას“ მხარდასაჭერად, თუ ისრაელი სრულმასშტაბიან ომს დაიწყებს, - ამის შესახებ საგარეო საკითხებში ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველმა კამალ ხარაზიმ განაცხადა.

საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა არ არის დაინტერესებული რეგიონული ომით და მოუწოდა აშშ-ს ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ირანი სამხედრო მხარდაჭერას „ჰეზბოლას“ კონფლიქტის შემთხვევაში?  საგარეო საკითხებში ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველმა უპასუხა: „მთელი ლიბანელი ხალხი, არაბული ქვეყანა და წინააღმდეგობის ღერძის წევრები დაუჭერენ მხარს ლიბანს ისრაელის წინააღმდეგ. ამ სიტუაციაში ჩვენ სხვა გზა არ გვექნება, გარდა იმისა, რომ „ჰეზბოლას“ ყველა საშუალებით მხარი დავუჭიროთ“.

მან დასძინა, რომ ომის გაფართოება არ არის არავის ინტერესში - არც ირანის და არც აშშ-ის.