Loading data...
ირანი აცხადებს, რომ ტრამპი თეირანთან დიალოგის შესახებ იტყუება

ირანმა ვაშინგტონთან რაიმე დიალოგის არსებობა უარყო და მოლაპარაკებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებები ენერგორესურსებზე ფასების დაწევისა და სამხედრო გეგმებისთვის დროის მოგების მცდელობად შეაფასა. ამის შესახებ ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებული რამდენიმე მედიასაშუალება საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, წერს CNN-ი. 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეგიონის ქვეყნებიდან არსებობს „ინიციატივები“ „დაძაბულობის შესამცირებლად“.

„ჩვენი პასუხი ყველა მათგანზე ნათელია: ჩვენ არ ვართ ის მხარე, რომელმაც ეს ომი დაიწყო და ყველა ეს მოთხოვნა ვაშინგტონს უნდა გადაეცეს“, - ნათქვამია ირანის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელსაც ირანული მედია ციტირებს. 

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ომის მოგვარების თაობაზე „ძალიან კარგი და პროდუქტიული“ საუბრები გაიმართა, რის გამოც მან ომის დეპარტამენტს დაავალა, 5 დღით გადადოს ირანის ელექტროსადგურებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმები.