1785487582
უცხოეთი
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია
ირანის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დრონებით იერიში მიიტანეს.
არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქუვეითში, აჰმად ალ-ჯაბერის საჰაერო ბაზაზე განხორციელებული დარტყმების სამიზნე „ავიაგამანადგურებლების განთავსების ადგილები, სატელიტური საკომუნიკაციო სისტემები და აღჭურვილობის შესანახი ობიექტები“ იყო.
დარტყმები განხორციელდა „აშშ-ის ტერორისტული არმიის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული აგრესიის და ქეშმის კუნძულზე საცხოვრებელ სახლზე მათი სასტიკი თავდასხმის საპასუხოდ“, - ნათქვამია ირანის არმიის განცხადებაში.
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.