Loading data...
ირანი აცხადებს, რომ მან იარაღის ქარხნები ააშენა რამდენიმე ქვეყანაში

ირანის თავდაცვის მინისტრმა აზიზ ნასირზადემ განაცხადა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ „რამდენიმე ქვეყანაში“ იარაღის ქარხნები ააშენა.

მედია წერს, რომ ის ამ ქვეყნების სახელებს არ ამხელს.

ნასირზადეს თქმით, „რაკეტების განვითარება“ პრიორიტეტი იყო, თუმცა „ისრაელთან ომის შემდეგ პრიორიტეტები შესაძლოა შეიცვალოს“.

მან ასევე განაცხადა, რომ იარაღის ქარხნები „სავარაუდოდ უახლოეს მომავალში იქნება ოფიციალურად გახსნილი და გამოცხადებული“.