Loading data...
ირანი აცხადებს, რომ ლიბანის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების ნაწილია

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ესმაილ ბაგაი აცხადებს, რომ ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აშშ-სთან მიღწეული შუალედური შეთანხმების ნაწილია.

მისი განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელი სამხრეთ ლიბანიდან საკუთარ ძალებს არ გაიყვანს და გააგრძელებს რეგიონში ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით მოქმედებას.

ბაგაიმ, ასევე, აღნიშნა, რომ თეირანს, მიუხედავად ომის დასრულებისკენ მიმართული შეთანხმებული ჩარჩოსა, აშშ-ის მიმართ კვლავ ღრმა უნდობლობა აქვს.

„სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ირანის ღრმა უნდობლობა შეერთებული შტატების მიმართ ამერიკელი ლიდერების მხრიდან არასწორი ქმედებების შედეგია. შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ ირანელი ხალხის ნდობას მოიპოვებს“, - დასძინა მან. 

მისი თქმით, აღნიშნული ჩარჩო შეთანხმება მხოლოდ ერთი ნაბიჯია დაძაბულობის შემცირებისა და იმ ომის დასრულებისკენ, რომელიც თებერვლის ბოლოს დაიწყო.