1755979904
უცხოეთი
ირანი აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეტაკების დროს 6 მებრძოლი მოკლეს და ისრაელის დაზვერვის უწყებასთან კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს

ირანის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეტაკების დროს ექვსი მებრძოლი მოკლეს.
ირანის უსაფრთხოების ძალები აცხადებს, რომ დააკავეს ორი პირი რომლებიც „მთავარ მტერთან, ისრაელის დაზვერვის უწყებასთან იყვნენ დაკავშირებული“.
აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე, შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის ხუთი ოფიცერი მოკლეს.
ანგარიშში არ არის მითითებული ზუსტი ადგილმდებარეობა ან როდის მოხდა თავდასხმა.
სისტან-ბელუჯისტანი, რომელიც პაკისტანსა და ავღანეთს ესაზღვრება, დიდი ხანია, უსაფრთხოების ძალებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს, მათ შორის ნარკოდილერებსა და სეპარატისტებს შორის შეტაკებების ეპიცენტრს წარმოადგენს.