1785011753
უცხოეთი
ირანი აცხადებს, რომ კასპიის ზღვაში ირანულ გემზე უკრაინის თავდასხმას მეზღვაური ემსხვერპლა
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კასპიის ზღვაში ირანის კომერციულ გემზე უკრაინის თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ აფეთქებას ერთი მეზღვაური ემსხვერპლა, მეორე კი დაშავდა.
თეირანმა ინციდენტი აგრესიის აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ დაიცავს თავის ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას, ამასთანავე, მან კიევი რუსეთ-უკრაინის ომის გაფართოების მცდელობაში დაადანაშაულა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში იერიში მიიტანეს რუსულ სამხედრო ხომალდსა და გემებზე, რომლებიც ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთის გადაზიდვისთვის გამოიყენებოდა.