Loading data...
ირანი აცხადებს, რომ იორდანიაში, ერაყსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა

ირანმა იორდანიასა და ერაყში შეერთებული შტატების ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. 

ამასთან, როგორც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აღნიშნა, შეერთებული შტატები ირანში განხორციელებული დარტყმებს ინანებს.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ იორდანიაში ბევრი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, თუმცა ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, ირანის თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის თავდასხმის შედეგად სამხრეთ ირანში, სირიკის მახლობლად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

შემთხვევა საქორწილო წვეულების დროს მოხდა.