Loading data...
ირანი აცხადებს, რომ აშშ „თანაბარი და სამართლიანი“ ბირთვული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ შეერთებული შტატები თეირანის ბირთვულ პროგრამაზე „თანაბარი და სამართლიანი მოლაპარაკებების“ გამართვის სურვილის არ ქონაში დაადანაშაულა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

„აშშ-ს არ შეუძლია, ელოდოს, რომ მოლაპარაკებების გზით მიაღწევს იმას, რისი მიღწევაც ომში ვერ შეძლო. ირანი ყოველთვის მზად იქნება დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა კარნახისთვის განკუთვნილი მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა არაღჩიმ თეირანში გამართულ კონფერენციაზე, სახელწოდებით „საერთაშორისო სამართალი თავდასხმის ქვეშ“.

ინფორმაციისთვის, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ თეირანმა და ვაშინგტონმა ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების ხუთი რაუნდი გამართეს. მოლაპარაკებები ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიანი ომის შემდეგ დასრულდა, რომლის დროსაც აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყა. ამის შემდეგ აშშ-ის მცდელობები, განეახლებინა დიალოგი თეირანის ბირთვულ პროგრამაზე, ჩაიშალა.