Loading data...
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის დარტყმის სამიზნე ჩრდილოეთში მდებარე IRGC-ის შტაბ-ბინა იყო

ირანის სახელმწიფო მედიის IRNA-ს ინფორმაციით, ჩრდილოეთ ირანის გილანის პროვინციაში ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) შტაბ-ბინაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც ობიექტის აღჭურვილობის ნაწილი დაზიანდა. წერს CNN.

როგორც მედია წერს, დარტყმის სამიზნე კასპიის ზღვის სანაპიროზე, სოფელ ზიბაქენარში მდებარე IRGC-ის საზღვაო ძალების შტაბი იყო.

IRNA-ს ცნობით, დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.