1773205262
უცხოეთი
ირანი აცხადებს, ომის დაწყებიდან „ყველაზე ინტენსიურ ოპერაციას“ ახორციელებს - „ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ომის ჩრდილი გაქრება ჩვენი ქვეყნიდან“
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან „ყველაზე ინტენსიური და ძლიერი ოპერაცია“ დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ირანის განცხადებით, ღამით განხორციელებული თავდასხმა მოიცავდა რაკეტების, მათ შორის შორი მოქმედების რადიუსის ბალისტიკური რაკეტების გაშვებას ისრაელში არსებულ სამიზნეებსა და რეგიონში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მიზანმიმართულ და ძლიერ თავდასხმებს და ამ ომში მხოლოდ მტრის სრულ კაპიტულაციაზე ვფიქრობთ. ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ომის ჩრდილი გაქრება ჩვენი ქვეყნიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ აშშ უკან არ დაიხევს იქამდე, სანამ „მტერი სრულად და უპირობოდ არ დამარცხდება.“