Loading data...
ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებზე: კარგი დასაწყისია

ირანმა დადებითად შეაფასა ომანში შეერთებულ შტატებთან არაპირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელიც დაძაბულობის შემცირებასა და სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ომანის დედაქალაქ მასკატში ომანის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებს „კარგი დასაწყისი“ ჰქონდა.

არაღჩი მიიჩნევს, რომ რომ მხარეებს „შეუძლიათ მიაღწიონ შეთანხმებულ ჩარჩოს მომავალი მოლაპარაკებებისთვის“, თუ პროცესი იმავე სულისკვეთებით გაგრძელდება.

მისივე განცხადებით, მოლაპარაკებებზე ბირთვულ საკითხს განიხილავენ. 

„ჩვენ ამერიკელებთან სხვა საკითხებს არ განვიხილავთ“, - აცხადებს აბას არაღჩი.