Loading data...
ირანი აშშ-სთან დაგეგმილი მოლაპარაკებების გამართვას ომანში ითხოვს - Axios

ირანმა აშშ-სთან დაგეგმილი მოლაპარაკებების ადგილისა და ფორმატის ცვლილება მოითხოვა. ინფორმაციას Axios აქვეყნებს. 

შეხვედრა პარასკევს, სტამბოლში იყო დაგეგმილი, თუმცა ახლა თეირანი ითხოვს, რომ მოლაპარაკებები ომანში გაიმართოს.

ამასთან, როგორც Axios იუწყება, ირანის მოთხოვნაა, რომ მოლაპარაკებები ჩატარდეს მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის და არა რამდენიმე, არაბული და მუსლიმური ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფისა და აბას არაღჩის შეხვედრა 6 თებერვალს, სტამბოლში იყო დაგეგმილი.