Loading data...
ირანი აშშ-ს საპასუხო დარტყმების გაძლიერებით ემუქრება

„ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) საზღვაო ძალები სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში მყოფ ყველა გემს მოუწოდებს, ნებისმიერი საეჭვო გადაადგილებისგან თავი შეიკავონ“, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება

თეირანში აცხადებენ, რომ თუ ვაშინგტონი ირანულ ტანკერებზე იერიშებს გააგრძელებს, ირანი რეგიონში ამერიკულ სამხედრო ხომალდებზე თავდასხმებს გაამწვავებს და მასშტაბებს გააფართოებს.

ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის პრესმდივნის ებრაჰიმ ზოლფაქარისს თქმით, თეირანი მზად არის აშშ-ის ქმედებებს მკაცრი პასუხი გასცეს.

„თუ ირანული გემების შევიწროება, საზღვაო ბლოკადა და მტრული დამოკიდებულება გაგრძელდება, ისლამური რესპუბლიკის დარტყმები აშშ-ის სამხედრო ხომალდებზე ბევრად მკაცრი იქნება, ვიდრე ადრე“, - განაცხადა ზოლფაქარმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა ძალებმა ირანის მიერ აშშ-ის ორ სამხედრო ხომალდზე განხორციელებული იერიშის საპასუხოდ, სამ ირანულ ტანკერზე იერიში მიიტანეს.