ირანი აშშ-ის მიერ დაკავებული სატვირთო გემის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ის ძალების მიერ ირანული სატვირთო გემის Touska-ს დაკავება და მოუწოდა აშშ-ს ირანული გემის, მისი მეზღვაურების, ეკიპაჟის წევრებისა და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, - წერს CNN.
„ეჭვგარეშეა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ირანის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად, ასევე, მისი მოქალაქეების უფლებებისა და ღირსების დასაცავად. ასევე ნათელია, რომ რეგიონში შემდგომი ესკალაციის სრული პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს ეკისრება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ირანულმა მხარემ განაცხადა, რომ ტვირთი „მილიონების ღირებულების“ იყო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტვირთის შესახებ იყო საუბარი.
როგორც მედია წერს, უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა გემზე და არიან თუ არა ისინი ირანელები.