1772371489
უცხოეთი
ირანელმა აიათოლა შირაზიმ აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადა
ირანელმა აიათოლა შირაზიმ შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
„მთავარი დამნაშავეები არიან აშშ-ის მთავრობა და ბოროტი სიონისტური რეჟიმი. შურისძიება მსოფლიოს ყველა მუსულმანის რელიგიური მოვალეობაა, რათა ამ დამნაშავეების ბოროტება აღმოიფხვრას“, - აცხადებს აიათოლა.