ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მხოლოდ ორი პირობის შესრულების შემდეგ შეიძლება დაიწყოს
ირანის პარლამენტის სპიკერის მოჰამედ ბაგერ ღალიბაფის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები ვერ დაიწყება, ვიდრე ვაშინგტონი ორ ძირითად პირობას არ დააკმაყოფილებს, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა, რომელიც ზოგიერთი ირანული მედიის ცნობით, პაკისტანში შაბათ-კვირას დაგეგმილ მოლაპარაკებებზე თეირანის დელეგაციას უხელმძღვანელებს.
„მხარეებს შორის ორმხრივად შეთანხმებული ორი ღონისძიება ჯერ კიდევ არ განხორციელებულა: ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა და ირანის დაბლოკილი აქტივების განთავისუფლება მოლაპარაკებების დაწყებამდე. ეს ორი საკითხი მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა შესრულდეს“, - წერს მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი.
Two of the measures mutually agreed upon between the parties have yet to be implemented: a ceasefire in Lebanon and the release of Iran’s blocked assets prior to the commencement of negotiations.
— محمدباقر قالیباف | MB Ghalibaf (@mb_ghalibaf) April 10, 2026
These two matters must be fulfilled before negotiations begin.