Loading data...
ირანელი გენერალ-მაიორი: ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მისთვის და სიონისტური რეჟიმისთვის სიურპრიზები გვაქვს

დონალდ ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მისთვის და სიონისტური რეჟიმისთვის სიურპრიზები გვაქვს მომზადებული, - ამის შესახებ „ხათამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ალი აბდოლაჰიმ განაცხადა.

„ჩვენ ადრე განვაცხადეთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი, არაერთხელ რიტორიკული ხასიათის გაფრთხილებებს აკეთებს, თუმცა მან უნდა იცოდეს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს მისთვის და სიონისტური რეჟიმისთვის, როგორც მისი მარიონეტული და დაქვემდებარებული ძალისთვის, სიურპრიზები გვაქვს.

ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო მეხუთე თაობის მოწინავე F-35 გამანადგურებელზე დარტყმა. მათ მეტი სიურპრიზის მოლოდინი უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა ირანის ოფიციალურმა პირმა.