Loading data...
„ირანელ ჯარისკაცებს ხელი ჩახმახზე აქვთ“ - IRGC-ის მეთაური აშშ-ს და ისრაელს აფრთხილებს არ გააკეთონ მცდარი გათვლები

„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელმა მოჰამად პაკპურმა განაცხადა, რომ ირანელ ჯარისკაცებს ხელი ჩახმახზე აქვთ.

„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელმა აშშ და ისრაელი გააფრთხილა, არ გააკეთონ მცდარი გათვლები.

ჩვენ ვაფრთხილებთ კრიმინალურ, ბოროტ და ანტიადამიანურ მტრებს, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებს და ყალბ და რასისტულ სიონისტურ რეჟიმს, ისწავლონ ისტორიული გამოცდილებიდან და ის, რაც მათ 12-დღიან ომში გადაიტანეს, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი შეცდომა“, - აღნიშნა მოჰამად პაკპურმა.

როგორც ის აცხადებს, თუ ისინი რაიმე შეცდომას დაუშვებენ, მათ „უფრო მტკივნეული და სინანულის გამომწვევი“ ბედი ელოდებათ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ IRGC-ის ძალებმა უფრო მტკიცედ, ვიდრე ოდესმე, გააძლიერეს თავდაცვითი ძალა.