1783601592
უცხოეთი
იორდანიის მთავრობის განცხადებით, ირანიდან გაშვებული 8 რაკეტა გაანეიტრალეს
იორდანიაში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში ირანული რაკეტები დააფიქსირეს. წერს CNN ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
იორდანიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ირანიდან ქვეყნის მიმართულებით გაშვებული 8 რაკეტა გაანეიტრალა.
„იორდანიის შეიარაღებული ძალები მაღალ მზადყოფნაშია, მზად არიან უპასუხონ ქვეყნის წინაშე მდგარ ნებისმიერ საფრთხეს და ყველა ღონეს ხმარობენ მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა მოჰამად ალ-მომანიმ.