Loading data...
იორდანია აცხადებს, რომ ხუთი ირანული დრონი ჩამოაგდო

იორდანიის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ სამეფოსკენ მიმართული ხუთი ირანული დრონი „განეიტრალებულია“.

„დრონები ეფექტურად და ზუსტად განეიტრალდა, ოპერატიული მოთხოვნებისა და დადგენილი თავდაცვითი პროცედურების შესაბამისად. ოპერაციას არანაირი მსხვერპლი, ან მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია“, - ნათქვამია იორდანიის სამხედრო წყაროს განცხადებაში, რომელიც ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Petra-მ გაავრცელა.

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ მათმა ძალებმა იორდანიაში აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების განთავსების კომპლექსს შეუტიეს.

იორდანია აშშ-ის ძალებსა და თვითმფრინავებს მასპინძლობს და შესაბამისად, ის ირანის თავდასხმების ხშირი სამიზნეა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის წინასწარი შეთანხმება დაახლოებით ორი კვირის წინ ჩაიშალა.