Loading data...
იოჰან ვადეფული: უკრაინა შეიძლება, დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექნება უსაფრთხოების საიმედო გარანტიები

უკრაინა შეიძლება, დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობებს სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექნება აშშ-სა და ევროპის -  უსაფრთხოების საიმედო გარანტიები, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა

მან ხაზი გაუსვა უკრაინისთვის, პირველ რიგში, შეერთებული შტატების მხრიდან, უსაფრთხოების საიმედო გარანტიების მნიშვნელობას.

„ბუნებრივია, ეს ნიშნავს ვალდებულებას და რეალურ მზადყოფნას იმ პირების მხრიდან, რომლებიც იძლევიან დაპირებას, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინას, თუ მას რუსეთი კვლავ დაესხმება თავს“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება იმას, თუ რა სახის გარანტიები იქნება ეს, ვადეფულმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი უფრო დეტალურად მაშინ განიხილება, როდესაც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა იქნება და როდესაც ცხადი გახდება, რომ რუსეთის ფედერაცია ნამდვილად მზადაა სერიოზულად იფიქროს მშვიდობაზე.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მოლაპარაკებების მზაობას ავლენს, ეს არ ნიშნავს მშვიდობისთვის ნამდვილ მზადყოფნას.

„ჩვენ ეს ჯერ არ გვინახავს“, - დასძინა გერმანელი მინისტრმა.