Loading data...
იოავ გალანტი: სამხედრო მეთაურის მკვლელობა დიდი ნაბიჯია „ჰამასის“ აღმოსაფხვრელად

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ „ჰამასის“ სამხედრო მეთაურის მუჰამედ დეიფის მკვლელობა „დიდი ნაბიჯია“ ტერორისტული ჯგუფის აღმოსაფხვრელად.

გალანტის თქმით, დაზვერვა „ჰამასის“ ტერორისტებს და 7 ოქტომბრის თავდასხმის დამგეგმავებს ბოლომდე გაჰყვება და არ მოისვენებს, სანამ მისია არ დასრულდება.

„2024 წლის 13 ივლისს მთავარი მკვლელის მუჰამედ დეიფის, „ღაზას ბინ ლადენის“ მკვლელობა არის დიდი ნაბიჯი „ჰამასის“, როგორც სამხედრო ორგანიზაციის, აღმოსაფხვრელად და ომის მიზნების მიღწევის გზაზე. ოპერაციის შედეგები ცხადყოფს, რომ „ჰამასი“  დაშლის პროცესშია და რომ ტერორისტებმა უნდა აირჩიონ ჩაბარება და სიკვდილი“, - აცხადებს გალანტი.