Loading data...
იოავ გალანტი: ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს გააგრძელებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს გააგრძელებს. 

„ჩვენი მიზანია უზრუნველყოფილი იყოს ისრაელის ჩრდილოეთ თემების უსაფრთხო დაბრუნება საკუთარ სახლებში. „ჰეზბოლა“ მზარდ ფასს გადაიხდის“, - განაცხადა იოავ გალანტმა. 

გალანტმა ომის ახალი ეტაპის დაწყება გამოაცხადა, რომელიც ფოკუსირებული იქნება ჩრდილოეთ ფრონტზე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. 

„სამხედრო მოქმედებების თანმიმდევრობა გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ლიბანში ბოლო ორი დღის განმავლობაში „ჰეზბოლას“ წევრების პეიჯერები და პორტატული რაციები მასობრივად აფეთქდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა და ასობით ადამიანი დაშავდა.