Loading data...
ინგლისში სამი პირი დააკავეს, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები

ინგლისის ესექსის საგრაფოში ორი კაცი და ერთი ქალი დააკავეს, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ ლონდონის პოლიცია იუწყება. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

დაკავებულები 35, 41 და 46 წლის არიან. დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და ესექსის ორ მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს. მოგვიანებით სამივე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

დიდი ბრიტანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილთა მოქალაქეობას შესახებ ის ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ავრცელებს.