Loading data...
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 12 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა - Reuters

ინდონეზიაში ვულკან რუანგის ამოფრქვევის გამო ხელისუფლებამ ახლომდებარე კუნძულზე მცხოვრები 12 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

ვულკანოლოგიისა და გეოლოგიური საფრთხის შემცირების ცენტრმა კუნძულ ტაგულანდანგის მცხოვრებლები გააფრთხილა, რომ ვულკანური მასალის ოკეანეში ჩავარდნამ შესაძლოა, ცუნამი გამოიწვიოს.  

ინდონეზიის სტიქიური უბედურებების სააგენტოს ცნობით, კუნძულ რუანგაზე მყოფი 843 ადამიანი, რომლებიც უშუალოდ ვულკანთან ცხოვრობდნენ, უსაფრთხო ადგილას უკვე გადაიყვანეს. 

უსაფრთხოების მიზნით ხელისუფლებამ მანადოს აეროპორტის მუშაობა დროებით შეაჩერა. 

ინდონეზია წყნარი ოკეანის მაღალი სეისმური აქტივობის ზონას მიეკუთვნება.