1753041975
უცხოეთი
ინდონეზიაში სამგზავრო ბორანს ცეცხლი გაუჩნდა, არის მსხვერპლი

სამგზავრო ბორანზე გაჩნდა ხანძარი ინდონეზიაში. არიან დაღუპულები. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.
როგორც მედია გვამცნობს, ხანძრის შედეგად, ასობით ადამიანი დაშავდა. დაღუპულია ხუთი პირი, მათგან ერთი ორსულია.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დამსახურებით, 280 პირის გადარჩენა მოხერხდა. დაზარალებულები უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
ბორანი „KM Barcelona 5“ ჩრდილოეთ სულავესის პროვინციის დედაქალაქ მანადოსკენ მიემართებოდა.
შემთხვევის შემდეგ, მგზავრები თავის გადარჩენას წყალში ჩახტომით ცდილობდნენ.