Loading data...
ინდონეზიაში 80 პირს ამ დრომდე ეძებენ - მეწყერმა 17 მოქალაქე შეიწირა

ინდონეზიაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ქვეყნის დასავლეთში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად, ამ დრომდე ვერ ხერხდება 80 ადამიანის პოვნა. ინფორმაციაზე Reuters წერს. 

ოფიციალურად დასტურდება 17 მოქალაქის დაღუპვა.

სტიქიას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმა. არაერთი დატბორვის შემთხვევა დაფიქსირდა ჯაკარტაშიც.

მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია.