1786776778
უცხოეთი
„ინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - დაღუპულია 20 ადამიანი
„აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, აღმოსავლეთ ინდონეზიის სანაპიროსთან 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც 20 ადამიანი ემსხვერპლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ოფიციალური პირების ცნობით, სტიქიამ რამდენიმე შენობა დაანგრია, ცუნამის საფრთხის გამო კი ერთ-ერთი რეგიონიდან 2 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.