Loading data...
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა

ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე სოფელში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ „ალჯაზირა“ იტყობინება. 

როგორც მედიასაშუალება წერს, არ არის გამორიცხული სტიქიის შედეგად დაღუპულების რიცხვი კიდევ გაიზარდოს. 

ინდურმა მედიამ გაავრცელა ვიდეოები, სადაც ადიდებულ წყლის ტალღას უტარახანდის შტატის სოფლის შენობები და საცხოვრებელი სახლები მიაქვს. 

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. მაშველები  ნანგრევებისა და ტალახში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობდნენ.

გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „სულ უფრო ინტენსიური წყალდიდობები და გვალვები საგანგაშო სიგნალია, რადგან კლიმატის ცვლილება პლანეტის წყლის ციკლს კიდევ უფრო არაპროგნოზირებადს ხდის“.