ინდოეთში ტერორისტებმა ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ინდოეთის ჩრდილოეთში, ჯამუსა და ქაშმირის რეგიონში ტერორისტების ჯგუფმა ტურისტებს ცეცხლი გაუხსნა.
მედიის ცნობით, ტერორისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „წინააღმდეგობის ფრონტმა“ აიღო.
რეგიონში გაქცეული თავდამსხმელების დაკავების მიზნით, მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.
„მკაცრად ვგმობ ტერორისტულ თავდასხმას პაჰალგამში, ჯამუსა და ქაშმირში. ვუსამძიმრებ მათ, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები. ვლოცულობ, რომ დაშავებულები მალე გამოჯანმრთელდნენ. დახმარება გაეწევათ დაზარალებულებს.ისინი, ვინც ამ საზარელი აქტის უკან დგანან, მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან. ტერორიზმთან ბრძოლის ჩვენი გადაწყვეტილება ურყევია და ის კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა პრემიერმა.
Anguished by the terror attack on tourists in Pahalgam, Jammu and Kashmir. My thoughts are with the family members of the deceased. Those involved in this dastardly act of terror will not be spared, and we will come down heavily on the perpetrators with the harshest consequences.…
— Amit Shah (@AmitShah) April 22, 2025