Loading data...
ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 5 და დაშავდა 25 ადამიანი. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

ავარია დასავლეთ ბენგალიის შტატში მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ.

ავარიის მიზეზი უცნობია. ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფები საკმაოდ ხშირად ხდება.