Loading data...
ინდოეთში სამგზავრო მატარებელი სატვირთო მატარებელს შეეჯახა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ინდოეთის ცენტრალურ ნაწილში სამგზავრო მატარებელი სატვირთო მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, ავარიის შედეგად დაახლოებით 20 ადამიანი დაშავდა, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოებში მკურნალობენ.

ინდოეთის რკინიგზაში განაცხადეს, რომ ავარიის გამომწვევი მიზეზები დადგენილი არაა და გამოძიება მომხდარ ფაქტზე დაწყებულია.