1756282300
უცხოეთი
ინდოეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა

ძლიერმა წვიმებმა ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.
მედიის ცნობით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ძლიერი წვიმის შემდეგ მოსახლეობასთან კომუნიკაცია შეუძლებელი გახდა და შესაბამისი სამსახურები ტელეკომუნიკაციის სერვისების აღდგენას ცდილობენ.