1747578356
უცხოეთი
ინდოეთში ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ჰაიდარაბადში შენობის პირველ სართულს ცეცხლი გაუჩნდა, რაც მალევე, ზედა სართულებზეც გავრცელდა. ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის 5 წლამდე ასაკის 6 ბავშვი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობის პირველ სართულზე საიუველირო მაღაზია იყო განთავსებული, ზედა სართულებზე კი - საცხოვრებელი ფართი. „კიბე ძალიან ვიწრო იყო, რამაც შენობიდან გასვლა გაართულა. მას მხოლოდ, ერთი გასასვლელი ჰქონდა და ისიც, ხანძარმა ჩაკეტა“, - იტყობინება CNN.
მომხდარზე გამოძიება, უკვე, დაწყებულია. პირველადი მონაცემებით, უბედური შემთხვევა მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ისინი კომპენსაციას მიიღებენ.
ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია.