Loading data...
ინდოეთში ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი იყო. წერს „როიტერი“.

როგორც მედია წერს, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა.

პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის, სულ მცირე, 40 ადამიანი გადაარჩინეს.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, ვარაუდობენ, რომ ცეცხლი სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულ რესტორანში გაჩნდა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.