Loading data...
ინდოეთში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შედეგად 54 ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთის სამხრეთ შტატ ტამილ-ნადუში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 54 ადამიანი ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციით, 100-მდე პირი ძლიერი ინტოქსიკაციით სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ალკოჰოლს სავარაუდოდ მეთანოლი ჰქონდა გარეული.

მომხდარ ფაქტს სამართალდამცველები იძიებენ.  უკვე დაკავებულია 7 ადამიანი. 

„ინდოეთში არალეგალურად წარმოებული ალკოჰოლით გარდაცვალება ხშირია, ბუტლეგერები არ იხდიან გადასახადებს და უზარმაზარი რაოდენობის ალკოჰოლს ღარიბებზე ყიდიან. შესაბამისად, დიდია მათი მოგებაც“, - წერს უცხოური მედია.