Loading data...
ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის დორბლიანი უწოდა

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას ეხმაურება.

„ეს დორბლიანი იმბეცილი ვერც იაზრებს, რომ „სტარლინკი“ უკრაინის სამხედრო კომუნიკაციის ხერხემალია“, - წერს მასკი.

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილონ მასკს რუსებისთვის „სტარლინკის“ გამოყენების შეზღუდვისკენ მოუწოდა.

„დიდო კაცო, ილონ მასკ, რატომ არ უშლი ხელს რუსებს „სტარლინკის“ გამოყენებაში უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმებისთვის? ომის დანაშაულებზე ფულის კეთებამ, შესაძლოა, დააზიანოს შენი ბრენდი“, - განაცხადა სიკორსკიმ.