Loading data...
ილონ მასკის კომპანია SpaceX აქციების გაყიდვას გეგმავს

ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის კომპანია SpaceX ინვესტორებთან აქციების გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს. ამის შესახებ გამოცემა The Financial Times იუწყება.

ამჟამად კომპანიის ფასი 400 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ აქციების გაყიდვის შემდეგ მისი ფასი 800 მლრდ აშშ დოლარი გახდება.

WSJ-ის ცნობით, ინვესტორები ბირჟაზე SpaceX-ის აქციების პირველად განთავსებას უკვე რამდენიმე წელია ელოდებიან, კომპანია კოსმოსურ პროგრამებში აშშ-ის მთავრობის კონტრაქტორია და ასევე ის გლობალური თანამგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის განვითარებაზე მუშაობს. ამასთანავე, გამოცემა წერს, რომ 800 მლრდ დოლარის ფასის მიღწევის არანაირი გარანტია არ არსებობს.

ბირჟაზე SpaceX-ის აქციების განთავსება 2026 წელს იგეგმება.