Loading data...
ილონ მასკი მარინ ლე პენის საქმეზე: რადიკალური მემარცხენეები როცა ვერ იმარჯვებენ, ბოროტად იყენებენ სამართლებრივ სისტემას, რათა დააპატიმრონ ოპონენტი

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის გასამართლებას გამოეხმაურა.

„რადიკალური მემარცხენეები როდესაც ვერ იმარჯვებენ დემოკრატიულ კენჭისყრაში, ისინი ბოროტად იყენებენ სამართლებრივ სისტემას, რათა დააპატიმრონ ოპონენტი. ეს არის სტანდარტული მიდგომა მთელ მსოფლიოში“, - წერს ილონ მასკი.