Loading data...
ილონ მასკი გაერთიანებული სამეფოს პოლიციას არაკეთილსინდისიერ ქმედებასა და სასიკვდილოდ დაჭრილ ადამიანზე თავდასხმაში ადანაშაულებს

სოციალურ ქსელ X-ის და Tesla-ს მფლობელი ილონ მასკი გაერთიანებული სამეფოს პოლიციას არაკეთილსინდისიერ ქმედებასა და სასიკვდილოდ დაჭრილ ადამიანზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

მასკი სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტით გამოეხმაურა ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონში მომხდარ თავდასხმას, რომლის დროსაც 18 წლის სტუდენტი 23 წლის მამაკაცმა ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ თავდაპირველად 18 წლის ჰენრი ნოვაკს დაადო ხელბორკილები. გონების დაკარგვის შემდეგ კი მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა.

მომხდარზე სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. ილონ მასკი ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვის ფაქტზე პასუხისმგებლობას ბრიტანეთის პოლიციასაც აკისრებს და აცხადებს, რომ მზად არის ამ ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველების წინააღმდეგ სარჩელი დააფინანსოს.