1770147961
უცხოეთი
ილონ მასკი ევროკომისიის მხრიდან ცენზურის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშზე: ტირანებს უყვართ ცენზურა
კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „ევროკომისიამ წარმატებით განახორციელა ზეწოლა სოციალურ პლატფორმებზე, რათა მოეხდინათ უტყუარი ინფორმაციის ცენზურა შეერთებულ შტატებში“.
„ტირანებს უყვართ ცენზურა“, - დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე.
Tyrants love censorship https://t.co/BeYMrAeZKt
— Elon Musk (@elonmusk) February 3, 2026