Loading data...
ილონ მასკი: ბრიტანეთში გაუპატიურების მცდელობის წინააღმდეგ პროტესტი უფრო მეტად ისჯება, ვიდრე თავად გაუპატიურების მცდელობა

ბრიტანეთში გაუპატიურების მცდელობის წინააღმდეგ პროტესტი უფრო მეტად ისჯება, ვიდრე თავად გაუპატიურების მცდელობა, - ამის შესახებ ამერიკელი მილიარდერი, SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი X-ზე წერს.

მასკი ამ შეფასებით ბრიტანელი ჟურნალისტის პიტერ ლოიდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ქალაქ ეპინგში სამი მომიტინგე დააკავეს და 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო არალეგალ მიგრანტს, რომელმაც 14 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა - 12 თვით პატიმრობა.

„ეპინგის სამი მომიტინგე დააპატიმრეს - მათ უფრო ხანგრძლივი სასჯელი მიუსაჯეს, ვიდრე იმ მიგრანტს, რომელმაც ქალაქში არეულობა 14 წლის გოგონაზე თავდასხმით გამოიწვია. მარტინ პიგრამი, დინ სმიტი და სტიუარტ უილიამი ორ-ორწლიან პატიმრობას მოიხდიან. არალეგალ მიგრანტ ჰადუშ კებატუს მხოლოდ 12 თვე მიესაჯა“, - წერს პიტერ ლოიდი.