Loading data...
ილჰამ ალიევი: როგორც ევროპის საბჭოს წევრი, ჩვენ წავაწყდით უსამართლობას, ახლაც ვაწყდებით და, სავარაუდოდ, მომავალშიც წავაწყდებით

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეებთან შეხვედრაზე, ევროპულ ორგანიზაციებში ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრა.

„აზერბაიჯანი იმ მცირერიცხოვან მუსლიმურ ქვეყნებს შორის ერთ-ერთია, რომელიც ევროპულ ორგანიზაციებში მონაწილეობს. შესაბამისად, ჩვენ ვიცით, რა ხდება იქ“, - განაცხადა ალიევმა.

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპის საბჭოს წევრობისას ქვეყანა არაერთხელ წააწყდა უსამართლობას.

„როგორც ევროპის საბჭოს წევრი, ჩვენ წავაწყდით ამ უსამართლობას, ახლაც ვაწყდებით და, სავარაუდოდ, მომავალშიც წავაწყდებით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული გამოუცხადებელი ცილისმწამებლური კამპანია არასდროს შეჩერდება.

„რატომ? იმიტომ, რომ არავის დავემორჩილებით - არც ახლა და არც მომავალში. ჩვენ ღიად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, ვიცავთ ეროვნულ ღირსებასა და ცხოვრების წესს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.