Loading data...
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ნატოს სტანდარტებზე გადადის

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ნატოს სტანდარტებზე გადადის, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნატოს დელეგაციასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანისა და ნატოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილი ავღანეთში ოპერაციების მხარდაჭერა იყო, დღის წესრიგში ასევე დგას ბაქოსა და ალიანსის თანამშრომლობა რეგიონული განვითარების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სხვა მიმართულებებით.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანის არმია რეფორმების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ბაქოსა და ნატოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალურმა ბაქომ გასული საუკუნის დასაწყისში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თავის მთავარ მიზანს, ისტორიული მიწების დაბრუნებას მიაღწია.

ბაქოში მყოფ დელეგაციაში შედიოდნენ თურქეთის, საბერძნეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, სლოვენიის, შვედეთის, ჩეხეთის, პორტუგალიისა და ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლები ნატო-ში, ასევე აშშ-ისა და საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეები ალიანსში.