Loading data...
IL Fatto Quotidiano: ტრამპსა და პუტინს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა დაადასტურა ევროპული ელიტების იდიოტიზმი

ტრამპსა და პუტინს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა დაადასტურა ევროპული ელიტების იდიოტიზმი. ბოლო თვეების ყველანაირი მცდელობის შემდეგ, ევროპული ელიტები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, - წერს IFQ.

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინაში კონფლიქტს ევროპულ საკითხად აღიქვამს და ვაშინგტონი მზადაა რუსეთთან ურთიერთობები გააუმჯობესოს, ევროკავშირი კი ხაფანგშია.

როგორც IL Fatto Quotidiano წერს, ტრამპი რამდენიმე თვეა რუსეთს მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს, რათა უკრაინაში ომის დაასრულოს.

მედია წერს, რომ ევროპელი ლიდერები ტრამპის ამ გეგმას შეეწინააღმდეგნენ. აღნიშნული გეგმის საპირისპიროდ ევროპის ელიტებმა 800 მილიარდი ევროს ღირებულების გადაიარაღების გეგმა შეიმუშავეს და უკრაინაში ჯარების გაგზავნის მზადყოფნა გამოთქვეს.