Loading data...
იერუსალიმის პატრიარქმა ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან მოლაპარაკებებში დახმარება შესთავაზა

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში დახმარება შესთავაზა. ინფორმაციას Interfax ავრცელებს. 

„ვიცი, რომ არსებობს მოლაპარაკებების შესახებ წინადადებები თქვენი დასავლეთ საზღვრის გასწვრივ მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პატრიარქმა კრემლში პუტინთან შეხვედრაზე და მას „საერთო რწმენის მქონე ძმებს შორის დიალოგის“ შენარჩუნებაში შუამავლობა შესთავაზა.

პატრიარქი თეოფილე მოსკოვში პატრიარქ კირილის მიწვევით ჩავიდა, რომელიც კრემლში გამართულ შეხვედრას დაესწრო.