1773058451
უცხოეთი
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ომმა, შესაძლოა, ნორვეგიის ეკონომიკაზე იმოქმედოს
ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა და ნორვეგიის ამჟამინდელმა ფინანსთა მინისტრმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომმა, შესაძლოა, ნორვეგიის ეკონომიკაზე გავლენა მოახდინოს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთში ომი საერთაშორისო ეკონომიკაში გაურკვევლობას ზრდის.
მისი თქმით, ნორვეგიის ეკონომიკაზე ამ ზემოქმედების მასშტაბი ომის ხანგრძლივობასა და მასშტაბზეა დამოკიდებული, თუმცა გლობალური ზრდის შემცირება ნორვეგიის ექსპორტზე გავლენას მოახდენს.
ამასთან, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, არსებობს რისკი, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდა შენელდება და ინფლაცია გაიზრდება.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ფინანსთა მინისტრები 9 მარტს საგანგებო შეხვედრას გამართავენ.